თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - როგორია 9-11 იანვრის ამინდის პროგნოზი

თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - როგორია 9-11 იანვრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს.

მათივე ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ამბობენ სააგენტოში.