
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩინეთში დააკავეს მაღალი რანგის დიპლომატი და პოლიტიკოსი ლიუ ძინჩაო, რომელიც დასავლური მედიის ცნობითვე, მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად განიხილებოდა.
მოგვიანებით, მისი დაკავებისა და დაკითხვაზე გადაყვანის, ასევე მის სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ საკითხთან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა Reuters-მაც.
ლიუ ძინჩაო ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ მან უმასპინძლა ქართული ოცნების დელეგაციას ჩინეთში, როგორც ბოლო, ასევე წინა ვიზიტის დროს. ქართული ოცნება ჩინეთში ვიზიტით 2025 წლის ივლისში, მანამდე კი - 2024 წლის იანვარში იმყოფებოდა.
ლუი ძინჩაოს დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. დასავლური მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა, დიპლომატის შესახებ კონკრეტული ბრალდების ან დამატებითი ინფორმაციის შესახებ ცნობები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.