ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას ავტოკრატია ნამდვილად ასრულებს.
"დიახ. პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად სრულდება ავტოკრატიით, როდესაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა - პოლარიზაციაზე სანერვიულო არავის აქვს", - წერს ის X-ზე.
Yes. Political polarization indeed ends with autocracy and when there is only one political party. North Korea, for example - no polarization to worry about!! https://t.co/FxRMirZ3KF
ირაკლი კობახიძემ გუშინ, 15 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების "აკრძალვაზე" და თქვა, რომ მათი "გასამართლება არის აუცილებელი, რათა საქართველოში დასრულდეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი".