თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ

თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე კონგრესის ფარგლებში, სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ.

"ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ისევე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე და მისი გათავისუფლების მნიშვნელობაზე. სენატორი კუნსი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში და გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას აშშ-ის სენატში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფებიან, სადაც კონგრესის ფარგლებში ისინი არაერთ დემოკრატ სენატორ და კონგრესმენს შეხვდნენ.