ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა შეატყობინეს, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილს წყალი ისევ მიეწოდება.
სალივანი CNN-თან საუბარში ამბობს, რომ ოფიციალური თელ-ავივისგან შესაბამისი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მიიღო.
სალივანის თქმით, ისრაელმა ღაზის სამხრეთ ნაწილში არსებული წყალმომარაგების მილები აამუშავა.
ღაზის სექტორში წყლის და ელექტროენეგიის მიწოდება რამდენიმე დღის წინ შეწყდა.