თელ-ავივში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა - დაშავებულია 3 ადამიანი

თელ-ავივში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა - დაშავებულია 3 ადამიანი

ჰამასის მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივში, საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სულ მცირე 3 ადამიანი დაშავდა.

Times of Israel-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაშავებულმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო ორმა - მსუბუქი.

მრავალსართულია სახლის ზედა რამდენიმე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰამასის საბრძოლო ფრთამ აიღო.