თეირანში 30 ბომბი გაანეიტრალეს - დააკავეს ISIS-სთან დაკავშირებული 28 პირი

თეირანში 30 ბომბი გაანეიტრალეს - დააკავეს ISIS-სთან დაკავშირებული 28 პირი

ირანის დედაქალაქ თეირანში 30 ბომბი გაანეიტრალეს. ინფორმაციას TASNIM-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი 28 ადამიანი დააკავეს.

"დაკავებულების ნაწილი დაკავშირებულია ისლამურ სახელმწიფოსთან, ნაწილი კი ტერორისტულ დაჯგუფებებთან არიან კავშირში - სირიაში, ავღანეთში, პაკისტანსა და ერაყის კურდისტანში", - ამბობენ ირანის დაზვერვაში.