თეატრალურის რექტორი სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტაზე: უფლება აქვთ, გაასაჩივრონ

თეატრალურის რექტორი სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტაზე: უფლება აქვთ, გაასაჩივრონ

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა მიმდინარე პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისუაბრა და თქვა, რომ სტუდენტებს "უფლება აქვთ, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ".

ამასთან, ეთერის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მათთვის ეთერის დათმობას ითხოვდნენ.

"იქ არის, დაახლოებით, 10-მდე პუნქტი, რის საფუძველზეც მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ. მაგრამ, ეს იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისია. მათ სრული უფლება აქვთ, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. დავუშვათ, სასამართლოში, ან, როგორც რექტორს, მე მომმართონ, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მათი პოზიცია. დღეს შევხვდი ერთ-ერთ სტუდენტს, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა და დიალოგისთვის მზად ვარ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება სასიამოვნო არავისთვის იყო", - თქვა შალუტაშვილმა.

***

10 მარტს პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.