
თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი რექტორს სტუდენტების სტატუსზე კომისიის გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვს. მათ განცხადებას გამოცემა პუბლიკა ავრცელებს.
"ჩვენ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ვშუამდგომლობთ მათ და გთხოვთ, რომ უნივერსიტეტის უმაღლესმა პირმა, რექტორმა შეაჩეროთ კომისიის ეს გადაწყვეტილება.
ახალგაზრდებს მისცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე, ახალგაზრდებზე მეტად, თითოეული ჩვენგანი, მათი პედაგოგები ვართ პასუხისმგებლები. ასევე, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენს სტუდენტებთან ურთიერთობის მოგვარება პოლიციის „დახმარებით“.
და, ვფიქრობთ, ეთიკის კომისიაზე, სწორედ იმ პირთა საკითხია განსახილველი, რომლებმაც თავიანთი ქმედებით უნივერსიტეტის პრესტიჟი და სახელი შელახეს", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სახალხო პროტესტში არიან ჩართულები, უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა. ამის შესახებ სტუდენტებს მეილით მიწერეს.