საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებენ.
"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს. ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერთა სია (განახლებადი):