თბილისში, პარლამენტის წინ ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მთავარი მოთხოვნაა ცხოველებზე ძალადობის შემთხვევების ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯა. გარდა ამისა, ისინი კანონის გამკაცრებას ითხოვენ.
მათი თქმით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და მნიშვნელოვანია ამ თემის გააქტიურება.