თბილისში ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ

თბილისში ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ

თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ.

დაშავებული მთავარ არხთან ამბობს, რომ კაცმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში აგურის ნატეხი ჩაარტყა. ტრანსგენდერი ქალი ტვინის შერყევით კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.