თბილისში სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მარშები მიმდინარეობს - ახალი თეატრიდან გამოცემა ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერები ერთდროულად მარჯანიშვილის მეტროსკენ მიემართებიან, სადაც მათ ექიმ გიორგი ახობაძისა და საბა სხვიტარიძის ახლობლები ელოდებიან.
როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციის წევრები მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.
ამასთან დღეს, ჟურნალისტებმა, რედაქტორებმა და მედიამენეჯერებმა საერთო განცხადება გაავრცელეს:
"ის ფაქტი, რომ მზია ამაღლებელი სისხლის სამართლის ბრალდებით დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში", - ვკითხულობთ საერთო განცხადებაში.