დღეს თბილისში, კორპუსის მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობებით, იგი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.
შსს-ში ფორმულას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო, სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.