თბილისში მე-2 დღეა, დაკარგულ ბიჭს ეძებენ

თბილისში მე-2 დღეა, დაკარგულ ბიჭს ეძებენ

თბილისში მეორე დღეა, დაკარგულ ბიჭს ეძებენ. ახლობლები წერენ, რომ ლუკა ლაცაბიძის პირადი ნივთები თბილისის ზღვაზე იპოვეს.

"ჩემი ლამაზი და უნიჭიერესი ლუკა ლაცაბიძე ხო ყველას გახსოვთ? ხოდა, 2 დღეა არ ჩანს. ჩანთა, მობილური ნაპოვნია თბილისის ზღვაზე. თუ რამე შეგიძლიათ, გთხოვთ... "- წერს ეკა ლაცაბიძე.

ბიჭის ახლობლები საკონტაქტო ნომერსაც ავრცელებენ: 577 01 59 45.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ბიჭის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.