თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი კონტეინერში გაჩნდა, რომელიც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დგას.

კონტეინერში კაცი ცხოვრობს, რომლის თქმითაც, საყოფაცხოვრებო ნივთები და ფული დაეწვა. კონტეინტერი კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე დგას.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშოები.