რუსებმა უკრაინას 183 დრონით შეუტიეს, დარტყმა 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას 183 დრონით შეუტიეს, დარტყმა 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა

ღამით, 8 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაზე 183 საბრძოლო დრონით - Shahed, „Гербера“ და სხვა ტიპის უპილოტოებით - შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის სისტემამ 154 მტრული დრონი გაანეიტრალა.

საჰაერო ძალების Telegram-არხის ინფორმაციით, დილა 09:00 საათისთვის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში მოიერიშე დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.

თუმცა დაფიქსირდა 22 დრონის მოხვედრა 11 სხვადასხვა ლოკაციაზე. შეტევა ამ დრომდე გრძელდება - უკრაინის ცაზე კვლავ რამდენიმე მტრული უპილოტო იმყოფება.

საერთო ჯამში, რუსეთმა 7 ოქტომბრის საღამოს 18:30 საათიდან 8 ოქტომბრის დილამდე უკრაინას 183 დრონით შეუტია. თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდან - მილეროვოდან, კურსკიდან, ბრიანსკიდან, ორიოლიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან - გვარდეისკოედან და ჩაუდადან.