თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას შეურთდნენ როგორც საქართველოს, ასევე, ისრაელის მოქალაქეები.

ისინი ისრაელს მშვიდობას უსურვებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ომი მალე დასრულდება.

"ყველანი ერთად - ქართველები და ადგილობრივი ებრაელები მხარს ვუჭერთ ისრაელს და ვგმობთ ტერორიზმს, ბავშვების სასაკლაოს, გენოციდს, ჰოლოკსტს, რომელიც მოაწყვეს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ბოლო ცნობებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.