თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 2 ადამიანი დაჭრეს. ერთ-ერთი პოლიციელია.
დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელი გამოძახებაზე იყო მისული, რა დროსაც ცივი იარაღით დაჭრეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით დაიწყო.