
თბილისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა რადიო თავისუფლებამ გაავრცელა და თან დაურთო შესაბამისი ბრძანება, რომელიც 20 მარტს ბაღის თანამშრომლებსა და აღმზრდელებს გაეგზავნათ.
ეცნობოს [...] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“, - წერია ბრძანებაში.
თბილისის საბავშვო ბაღები დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არა მარტო საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, არამედ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა სხვა უწყებაშია რეორგანიზაცია გამოცხადებული.