თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი და პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, ნიკო ლეკიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეკიშვილი 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი იყო - 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა.

ამასთან, პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი იყო:

  • 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტში იყო დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი;
  • 1999-2004 წლებში იგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.
  • 2004-08 წლებში კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.