თბილისის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება მთელი დღით შეეზღუდება - GWP

თბილისის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება მთელი დღით შეეზღუდება - GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფომაციით, დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც 22 სექტემბერს 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონის ნაწილს.

კერძოდ - დიდუბის რაიონში: წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, აკაკი ბაქრაძის, გოგოლაურის, დავით ბაქრაძის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ფიფიას, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ვ.ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, არჩილ ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთას, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, იამანიძის, თევდორე მღვდელის N13-57 (კენტები) და N16-48 (ლუწები), სოხუმის,ზუგდიდის და რობაქიძის N 7 ქუჩებს, მარშალ გელოვანის N35,52, ერისთავის ქუჩა და მექანიზაციის ქუჩებს.

გარდა ამისა, წყლის მომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონის ნაწილსაც. კერძოდ: 22 სექტემბერს 10:00 საათიდან 22 სექტემბრის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება - მთაწმინდის რაიონში: წავკისში-დიდგორის, დავით გურამიშვილის, მიშა მესხის, ნიკო მუსხელიშვილის, მეფე ერეკლე II, მეფე თეიმურაზ I ქუჩებს, ვახტანგ გორგასლის ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას შესახვევებით და გასავლებით, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ჩიხებით, დავით აღმაშენებლის ქ. N 42-78 (ლუწებს) N 31-63 (კენტებს); აღმაშენებლის მე-5, მე-6,მე-7 ჩიხებს.