თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იალბუზის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას, სანდრო ეულის, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის და ნაძალადევის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ) და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ხიდის, 9 აპრილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ამაღლობელის და ტაბლიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ორხევის დასახლების, ჭირნახულის, კობახიძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, აბზიანიძის და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაღდავაძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IX კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამგორი-1 დასახლების და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.