თბილისის მეტროს მეორე, საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს - ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზებია.
სატრანსპორტო კომპანიის თქმით, სავარაუდოა, რომ საბურთალოს ხაზი, მგზავრებს, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვერ მოემსახურება.