საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
მათივე განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.