უკონტროლო ნარკორეალიზაციის ჰაბად ქცეული თბილისი და დანაშაულებრივი სქემა, რომელსაც გომელაურის უწყებას, შაბათის ფორმულა ახლა თქვენთან ერთად უჩვენებს. ის რაც პოლიციამ უნდა გამოიძიოს და აღკვეთოს, ჩვენს გვერდით ჩვენს ქუჩებში უკვე წლებია უკონტროლოდ ხდება. სოციალურ ქსელებში უკვე ღიად ასაჯაროებენ ვიდეო კადრებს, ე.წ. კურიერების მონაწილეობით, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებენ.