თბილისი მოლთან საპროტესტო აქციაზე ტვ პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა

თბილისი მოლთან საპროტესტო აქციაზე ტვ პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა

თბილისის მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტვ პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.

გავრცელებული ინფრომაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნიკო კოკაია კლინიკაში გადაიყვანა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა ოპერატორის დაზიანების მიზეზი, თუმცა ტვ პირველის ცნობით, მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, მუცელში წიხლი მოხვდა.