თბილისი ენერჯი: ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ

თბილისი ენერჯი: ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ

კომპანია თბილისი ენერჯი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი 105 955 აბონენტს მიეწოდება და სამუშაოები გრძელდება, რათა 23:00 საათამდე ყველა აბონენტს მიეწოდოს.

„ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380, საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა. სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი. სამუშაოები გრძელდება.

რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ”, - ნათქვამია განცხადებაში.