თბილისი ენერჯი: გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება

თბილისი ენერჯი: გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება

თბილისი ენერჯი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე, მომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება.

კომპანიის ცნობით, ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა.

"მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.

დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში" - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტახნის წინ კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.

გაზსადენის აღსადგენად შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ.