![შვედეთის საგარეო მინისტრი: მომიტინგეებზე ძალადობა მიუღებელია და გვსურს დავინახოთ სანქციები](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/8688a17d-7176-494d-b3a7-c3dd64eed493.jpg)
თბილისი ენერჯიში აცხადებენ, რომ ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი ამ დროისთვის 65% ჩართულია.
"გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით"- აცხადებენ კომპანიაში.
9 თებერვალს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, სავარაუდოდ, მესამე პირის ჩარევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.