თავისუფლება მზია ამაღლობელს!

თავისუფლება მზია ამაღლობელს!

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში მე-17 დღეა შიმშილობს, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე კი ისევ თანამდებობაზეა. დღეს საპროტესტო აქციის ადგილი თბილისში სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყო, რომელიც 2 კვირაზე მეტია დუმს. სწორედ ამ სამსახურს უნდა მიეღო გადაწყვეტილება დგებუაძისთვის ჯერ უფლებამოსილების შეჩერების, შემდეგ კი პასუხისმგებლობის დაყენების. პოლიციის მაღალჩინოსანს არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.