თავდასხმა ზაპოროჟიეზე - რუსულ რაკეტას 20-ზე მეტი ოფიცერი და მოქალაქე ემსხვერპლა

თავდასხმა ზაპოროჟიეზე - რუსულ რაკეტას 20-ზე მეტი ოფიცერი და მოქალაქე ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტები უკრაინის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ოფიცერი დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიასაშუალებების ცნობით, რუსული ჯარი 128-ე ბრიგადას მაშინ დაესხა თავს, როცა უკრაინელი ჯარისკაცები ზაპოროჟიეში, ფრონტისპირა დასახლებაში იმყოფებოდნენ. წინასწარი ცნობებით, დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სარაკეტო თავდასხმა სწორედ დაჯილდოების დროს მოხდა - უკრაინაში არტილერისტის დღეს აღნიშნავდნენ.

დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, რიცხვი 20-ს აღემატება.