საცემი ბევრია, სიას შეიძლება პარლამენტარებიც მიემატოს - ეს სიტყვები დღეს პარლამენტში ითქვა. დღესვე ხელისუფლებამ ძალადობრივი აქტი დაგეგმა. კასპში ოპოზიციას დაესხნენ თავს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის წინააღმდეგ ისევ სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულები დარაზმეს. დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაც.