თავდასხმა მძინარე კიევზე - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 31 რაკეტა ჩამოაგდეს

თავდასხმა მძინარე კიევზე - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 31 რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დღეს ღამით რუსეთმა მძინარე კიევზე იერიში მიიტანა. ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმის დროს 2 ბალისტიკური რაკეტა - ისკანდერი და 29 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს - უკრაინის საჰაერო ძალებმა 31-ვე რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის სამ რაიონში რაკეტების ნაწილები ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და 8 ადამიანი დაშავდა. ასევე რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს.