თანამშრომლების გაფიცვის გამო, ჰამბურგის აეროპორტი დაიხურა

თანამშრომლების გაფიცვის გამო, ჰამბურგის აეროპორტი დაიხურა

გერმანიაში, ჰამბურგის ჰელმუტ შმიდტის აეროპორტმა მოულოდნელი გაფიცვის გამო მუშაობა მთლიანად შეწყვიტა.

აეროპორტის წარმომადგენლის ინფორმაციით, დღევანდელი განრიგით 144 ფრენა უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის 139 გამგზავრება და 144 ჩამოფრენა, თუმცა დილით მხოლოდ რამდენიმე რეისის შესრულება მოხერხდა.

მგზავრებს ურჩევენ, ფრენების სტატუსის გასარკვევად თავიანთ ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ. გაფიცვა ორგანიზებულია Ver.di-ს პროფკავშირის მიერ, რომლის წარმომადგენლების თქმით, ხელფასებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

"ამ გაფიცვის მიზანია ზეწოლის გაზრდა და ეკონომიკური ზიანის მიყენება", – აცხადებენ პროფკავშირის წარმომადგენლები.