ჩვენი მოწოდების პასუხად, რუსებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება 15 მაისიდან შემოგვთავაზეს.
თუმცა, მსოფლიო ელოდება ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას — დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
უკრაინა მზად არის.
საკმარისია მსხვერპლი!
დაწერა X-ზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
შეგახსენებთ, პუტინი კიევს 30-დღიანი ზავის ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. საპასუხოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხუთშაბათს, თურქეთში, პირადად დაელოდება ვლადიმერ პუტინს.