ტუსკი: ევროპა უნდა ჩაერთოს შეიარაღების რბოლაში და მოიგოს

ევროპამ ბევრი დრო დავკარგეთ, მაგრამ დღეს, ყველაფერი მართლაც შეიცვალა. ვსაუბრობ ევროკომისიის წინადადებაზე [თავდაცვაზე 800 მილიარდი ევროს მობილიზების შესახებ] და ყველა ჩემი თანამოსაუბრის ერთგულებაზე. მათ ეს დაადასტურეს პარიზსა და ლონდონში შეხვედრების დროს.

ყველა მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს. უდავოა, რომ ომი უკრაინაში, ევროპისადმი ამერიკული ადმინისტრაციის ახალი მიდგომა და ყველაფერზე მეტად, რუსეთის მიერ დაწყებული შეიარაღების რბოლა, სრულიად ახალ გამოწვევებს ჰმქნის ჩვენთვის. ევროპა უნდა ჩაერთოს ამ შეიარაღების რბოლაში და მოიგოს ის.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს ამ რბოლას, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი შეიარაღების რბოლა 40 წლის წინ. და ეს უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტის თავიდან არიდების ერთადერთი მეთოდია.

განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტამდე ჟურნალისტებთან.