მან განაცხადა, რომ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობა გამოიწვია, როდესაც მან გამოთქვა დაუსაბუთებელი პრეტენზიები ამომრჩეველთა ხმების გაყალბების შესახებ, ხოლო შემდეგ მხარდამჭერებს კაპიტოლიუმისკენ სვლისკენ მოუწოდა.
"აშშ-ს კონსტიტუცია არ მოითმენს თავდასხმას ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე", - 34-გვერდიან გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შტატის უზენაეს სასამართლოში და ცნობილია, ბელოუსმა შეაჩერა გადაწყვეტილება მანამ, სანამ სასამართლო არ გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით.
ტრამპის მხარემ განაცხადა, რომ ის სასწრაფოდ გააპროტესტებს ამ "საშინელ" გადაწყვეტილებას.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის არ იყო არანაირ ამბოხებაში ჩართული და იგი მოქმედებდა სიტყვის თავისუფლების უფლებებიდან გამომდინარე.
უნდა აღინიშნოს, რომ მეინი არ არის პირველი შტატი, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. 20 დეკემბერს კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
"პრეზიდენტმა ტრამპმა წაახალისა ძალადობა და უკანონო ქმედებები, რომელთა მიზანი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ჩაშლა იყო", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.