ტრამპმა ჯანდაცვის მდივნის თანამდებობაზე რობერტ ფ. კენედი უმცროსი დაასახელა

ტრამპმა ჯანდაცვის მდივნის თანამდებობაზე რობერტ ფ. კენედი უმცროსი დაასახელა

ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რობერტ ფ. კენედი უმცროსი დაასახელა.

"მოხარული ვარ, აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების მდივნად (HHS) რობერტ ფ. კენედი უმცროსი დავასახელო...

ბატონი კენედი აღადგენს ამ უწყებებს ოქროს სტანდარტის სამეცნიერო კვლევის ტრადიციებითა და გამჭვირვალობის შუქურით, რათა ქრონიკული დაავადებების ეპიდემია დასრულდეს და ამერიკა კვლავ დიდებული და ჯანმრთელი გახდეს!", - წერს ტრამპი X-ზე.

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმისწულია. აღსანიშნავია, რომ რობერტ კენედი საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში კანდიდატურა მოხსნა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა.