ტრამპის წარმომადგენელი: ჰამასი არ არის იდეოლოგიურად იმდენად ექსტრემისტული, როგორც ჩანს

ტრამპის წარმომადგენელი: ჰამასი არ არის იდეოლოგიურად იმდენად ექსტრემისტული, როგორც ჩანს

დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ჰამასზე ისაუბრა და თქვა, რომ არც ისეთი ექსტრემისტები არიან, როგორც ცდილობენ, რომ თავი წარმოაჩინონ.

"ჩვენ უნდა გავიგოთ, რა უნდა ჰამასს და შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რა შეგვიძლია შევთავაზოთ მათ, რომ წავიდნენ. სწორედ ეს არის საჭირო, რაც აქ უნდა მოხდეს. კონფლიქტის დასაწყისში გვესმოდა, რომ ჰამასი არის იდეოლოგია და ისინი მზად არიან დაიღუპონ.

არ მგონია, რომ ისინი ისეთივე იდეოლოგიურად ექსტრემისტები არიან, როგორც ხშირად ჩანან. ისინი აგზავნიან ახალგაზრდებს თვითმკვლელი ასაფეთქებელი ქამრებით, რომლებსაც არაფერი ესმით".

მან ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია ჰამასის განიარაღება.

"როდესაც გავიგებთ, რომ მათ სიცოცხლე სურთ, ჩვენ შეგვეძლება უფრო ეფექტურად საუბარი მათთან", -თქვა ტრამპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინტერვიუში.