ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექქტორში საკვების ცენტრებს გახსნის

ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექქტორში საკვების ცენტრებს გახსნის

დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, კიტ სტრამერთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორში საკვების ცენტრებს გახსნის.

მისი თქმით, აღნიშნული ცენტრების მიზანი, ისრაელის ბლოკადის ფონზე, სექტორის მოსახლეობაში შიმშილობისა და არასრულფასოვანი კვების პრობლემის აღმოფხვრაა.

"ჩვენ ვაპირებთ საკვების ცენტრების შექმნას და ამას ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად გავაკეთებთ, მივაწვდით დაფინანსებასაც. ახლახან ტრილიონობით დოლარი მივიღეთ, რის ნაწილსაც ფულს საკვებზე დავხარჯავთ და ამაში სხვა ერებიც შემოგვიერთდებიან. ასე რომ, ჩვენ საკვების ცენტრებს შევქმნით, სადაც ხალხს მისვლა შეეძლება. ეს იქნება წინაღობების გარეშე, ჩვენ არ გვექნება ღობეები", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე პასუხისმგებლობა, ჰამასთან ერთად, ისრაელსაც ეკისრება და ამბობს, რომ ნეთანიაჰუს ხელისუფლებას წვლილი მიუძღვის სექტორის მისახლეობისთვის განკუთვნილი დახმარების განაწილების შეფერხებაში.