ტრამპის თქმით, Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე უკრაინისკენ მიემართება

ტრამპის თქმით, Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე უკრაინისკენ მიემართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით Patriot-ის სისტემის რაკტები უკვე უკრაინისკენ მიემართებიან.

მისი თქმით, ეს პროცესი NATO-სთან შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს და აღნიშული რაკეტები გერმანიიდან უკრაინის მიმართულებით "უკვე იგზავნება."

"ისინი უკვე იგზავნება. ისინი გერმანიიდან გადის და შემდეგ გერმანია მათ ანაცვლებს. ყველა შემთხვევაში, შეერთებული შტატები სრულად იღებს ანაზღაურებას", - განაცხადა ტრამპმა ტრამპმა განაცხადა, რომ რაკეტების თანხას NATO ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ანაზღაურებენ.

"თუ ჩვენ შევძლებთ (სამშვიდობო) შეთანხმების დადებას, ეს შესანიშნავი იქნება. ჩვენ კვირაში 5000 ან 6000 ჯარისკაცს სიცოცხლეს ვიცავთ - ესენი არიან რუსი და უკრაინელი ჯარისკაცები და არა ამერიკელი ჯარისკაცები", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ Patriot-ის სიტემის რაკეტების შესახებ ტრამპმა ორშაბათს, NATO-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, კიევს ჯამში 17 ასეთი სისტემა გადაეცემა, რომელთა უმეტესობა ფრონტზე განლაგდება.