ტრამპის სიტყვა - რა უნდა გაიგოს ოლიგარქის რეჟიმმა?

ტრამპის სიტყვა - რა უნდა გაიგოს ოლიგარქის რეჟიმმა?

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო გზავნილები და გეგმები მსოფლიო პოლიტიკის განვითარებაზე ახდენს გავლენას, შესაბამისად, ყველა ქვეყანაში ცდილობენ ამ გზავნილებში საკუთარი თავი დაინახონ. გამონაკლისი არც საქართველოა. ქართული ოცნება ამ გზავნილებს თბილისიდან ისმენდა, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი აშშ-ში არ მიუწვევიათ. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვაში მკაფიო და მკაცრი გზავნილი გაისმა ჩინეთის მიმართ, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. როგორ აღიქვეს ტრამპის გზავნილები საქართველოში, რას ამბობენ ქართული ოცნებისა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, სპეციალისტები და დიპლომატები.