დონალდ ტრამპის პირველი გადაწყვეტილებები - ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საემიგრაციო პოლიტიკას ეხება. სამხრეთ საზღვარზე საგანგებო სიტუაცია ამოქმედდა. განკარგულების უზრუნველყოფა სამხედროებს დაევალათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ამერიკის მოქალაქეობის გაცემის შეწყვეტა მიგრანტებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადების მიხედვით. ასევე, 90 დღით, შემოწმების მიზნით, ჩერდება სხვა ქვეყნებისთვის დახმარება. ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე 1 600-მდე პირიც შეიწყალა.