ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლებს არ მიუღიათ. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ფორმულას დაუდასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ტრამპის ინაუგურაციაის ცერემონიალზე დასასწრების მიწვევა ქართული ოცნების მიერ დასმულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსაც არ მიუღია.
***
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიდის.
"მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.