ტრამპის ბრძანებით, აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა

ტრამპის ბრძანებით, აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა და მას ამერიკის ყურე ეწოდა.

"ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა", - აღნიშნულია აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის პრესრელიზში.

ტრამპი მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლაზე მანამდეც საუბრობდა, მათ შორის ამაზე ყურადღება ინაუგურაციის დღესაც გაამახვილა. ამავე დღეს პრეზიდენტმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.

მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი ტრამპის მიერ მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის სახელის დარქმევის ბრძანებას მის გაოფიციალურებამდე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთელი სამყაროსთვის ის მექსიკის ყურეა.

"მერიკის სახელით, რაც უნდა თქვას. მან თქვა, რომ ამერიკის კონტინენტურ შელფზე მექსიკის ყურეს დაარქმევს. ჩვენთვის ის მაინც მექსიკის ყურეა და მთელი სამყაროსთვის კვლავ მექსიკის ყურედ დარჩება" - ამბობს შეინბაუმი.