ტრამპი ზელენსკიზე: არ არის მზად მშვიდობისთვის, შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება

მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, თუ ამერიკა ჩართულია, რადგან ის მიიჩნევს, რომ ჩვენი ჩარევა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას აძლევს. მე უპირატესობა არ მინდა, მე მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი X-ზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.