
BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სჯერა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს.
"ვფიქრობ, ხალხს ჩვენთან უნდა ყოფნა. ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე, მაგრამ ეს იქნება ძალიან არამეგობრული ქმედება, თუ ისინი არ დაუშვებენ ამას, რადგან ეს თავისუფალი სამყაროს დასაცავად კეთდება. ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ, რადგან ეს მსოფლიოს თავისუფლებასთან და მშვიდობასთან არის კავშირში. მას არაფერი აქვს საერთო შეერთებულ შტატებთან, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია თავისუფლების უზრუნველყოფა, რაც მათ არ შეუძლიათ", - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა არქტიკის უზარმაზარი ტერიტორიის შეძენის პერსპექტივა და სურვილი, ჯერ კიდევ 2019 წელს გამოთქვა.
BBC აღნიშნავს, რომ ტრამპის აშკარა თავდაჯერებულობის მიუხედავად, გრენლანდიისა და დანიის პრემიერმინისტრებმა, მუტე ეგედემ და მეტე ფრედერიქსენმა განაცხადეს, რომ კუნძული არ იყიდება.