ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშნავს

ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, ფლორიდის სენატორს, მარკო რუბიოს დანიშნავს. ინფორმაცია ტრამპის განცხადებაშია აღნიშნული.

"ის ჩვენი ერის ძლიერი ადვოკატი, ჩვენი მოკავშირეების ჭეშმარიტი მეგობარი და უშიშარი მეომარი იქნება, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უკან არასდროს დაიხევს. მოუთმენლად ველოდები მარკოსთან ერთად მუშაობას, რათა აშშ-სა და მსოფლიოს უსაფრთხოება და დიდება კვლავ დავუბრუნოთ!", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

რუბიო თანამდებობაზე ენტონი ბლინკენს შეცვლის.