
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Fox Radio-სთან ინტერვიუში გააკრიტიკა. მისი თქმით, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ეს რასწორი მოქმედებების გამო არ მოხდა.
"რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, თუმცა ეს თავდასხმა თავიდან იქნებოდა აცილებული, რომ ჰყოლოდათ ხალხი, ვინც იცის, რასაც აკეთებს. ბაიდენი სულელია, თქვენ ეს იცით, და მეც. ის იყო გაცილებით უფრო სულელი, ვიდრე ოდესმე, რადგან საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა, რას აკეთებდა.
ყველაფერი, რაც მან თქვა, არასწორი იყო, და ჩემი აზრით, ეს ომის მიზეზი გახდა, და ასე მოხდა. პუტინი შეიძლება ძალიან მარტივად გადაერწმუნებინათ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, როგორ უნდა ესაუბრათ. ყველაფერი შეცდომა იყო.
რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მაგრამ არ არსებობდა თავდასხმის რეალური მიზეზი. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ხდებოდა და არ იყო საჭირო, რომ ასე დასრულებულიყო. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მე ამას წლების განმავლობაში ვხედავდი.
ბაიდენმა და ზელენსკიმ შეცდომები დაუშვეს. ისინი თავდასხმას იღებდნენ იმ ადამიანისგან, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი იყო, რაც ძალიან ცუდია. მაგრამ ეს მარტივად შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, არც ამდენი დაღუპული და არც ეს დანგრეული ქალაქები", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.